სს „მაიკროფინი“ დაფუძნდა 2014 წლის ნოემბერში ფონდი „კონსტანტას“ და სს "კონსტანტას" მიერ. 2015 წელს რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.

ამჟამად, სს "მიკროფინის" აქციების ფლობს სს "კონსტანტა", რომელიც წარმოადგენს იურიდიულად რეგისტრირებულ კომერციულ სუბიექტს და ფონდი „კონსტანტა".

ფონდი კონსტანტა, პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, დაარსდა 1997 წელს, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი.  2007 წლის ბოლოს, კონსტანტამ დააარსა კომერციული ორგანიზაცია „ბანკი კონსტანტა“, რომელმაც შემდგომში წარმატებით გააგრძელა ფონდის მიერ დაწყებული საქმიანობა საქართველოს საფინანსო სექტორში. 2008 წელს მიიღო საბანკო ლიცენზია.  2008 წლიდან „ბანკი კონსტანტა“იყო საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი. 2011 წელს ბანკი კონსტანტა გახდა თიბისი ბანკის ნაწილი.

ამჟამად სს „მაიკროფინი“ ექვემდებარება კანონით გათვალისწინებულ არასაბანკო ზედამხედველობას.