სამეთვალყურეო საბჭო თამარ ლებანიძე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ფონდი კონსტანტას გამგეობის თავმჯდომარე. ამავდროულად, საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ECLOF International დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1997 – 2004 წლებში მუშაობდა ფონდი კონსტანტას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე;
2004 წლის თებერვლიდან 2007 წლამდე – ფონდი კონსტანტას გამგეობის წევრი;
2007 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე – ბანკი კონსტანტას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციას;
მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ასევე საერთაშორისო მიკროსაფინანსო სექტორთან.
2002 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოებში, კერძოდ: აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიკროსაფინანსო ცენტრი - MFC (2002 – 2005), მიკროსაფინანსო ქსელი - MFN (2012- დღემდე).
თამარ ლებანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის განვითარებაში.
ქალბატონი თამარი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: Save the Children USA (გადავარჩინოთ ბავშვები, აშშ); MSF / MEDICINES SANS FRONTIERS / HOLLAND (ექიმები საზღვრებს გარეშე/ჰოლანდია) და ა.შ
თამარ ლებანიძეს აქვს ასევე მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2004 – 2005 წლებში თამარ ლებანიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იყო საქართველოს მთავრობის წევრი.
ლევან ლებანიძე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1994 წელს მუშაობდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია Equilibre International -ში ლოჯისტიკის მენეჯერად;
მანამდე მან რამდენიმე წელი გაატარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, როგორც მეცნიერ-მუშაკმა;
1996 - 1999 წლებში მუშაობდა Ogilvy PR Worldwide & Huks (ჰელსინკის უნივერსიტეტის ცოდნის სამსახური) Consortium, ჯერ როგორც კავკასიის რეგიონული ოფისის მენეჯერი თბილისში და შემდეგ, როგორც პროექტის მენეჯერი ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის (ყაზახეთში);
ლევან ლებანიძე კონსტანტაში მუშაობს 1999 წლიდან;
2004-2007 წლებში იგი გახდა ფონდი კონსტანტას აღმასრულებელი დირექტორი;
2008-2014 წლებში – “ბანკი კონსტანტას” გენერალური დირექტორი;
განათლება:
1983-1988 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1995-1996 ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ბუდაპეშტში;
2002-2004 ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ზოგადი მენეჯმენტი, ESM თბილისი;
2007- 2011 ABA Stonier Graduate School of Banking.
ზვიად მირიანაშვილი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასევე არის ფონდი „კონსტანტას“ კონსულტანტი.
ზვიად მირიანაშვილი ფონდ „კონსტანტაში“ მუშაობს დაარსების დღიდან, სადაც თავდაპირველად იკავებდა მთავარი ბუღალტრის პოზიციას, ხოლო 2001 წლიდან ფინანსური მენეჯერის პოზიციას.
2005 წელს გახდა ბანკი კონსტანტას ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2008 წელს დაიკავა ბანკი კონსტანტას გენერალური დირექტორის მოადგილის და ბანკი კონსტანტას ფინანსური დირექტრის პოზიცია.
2007 წლამდე ზვიად მირიანაშვილი მუშაობდა სს „ქართულ-თურქულ ბანკში“ და Georgian Trade Limited-ში. იგი ასევე არის MFC-ის (მიკროსაფინანსო ცენტრი, ვარშავა, პოლონეთი) სერტიფიცირებული ტრენერი.
განათლება:
1992-1993 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური ფაკულტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა;
1989-1994 ეკონომიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2002-2004 ფინანსური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ESM თბილისი;
2007-2011 ABA Stonier Graduate School of Banking.
სს „მაიკროფინის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს დიდი გამოცდილება აქვს მართვის სფეროში და მათი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ორგანიზაციის ღირსეულ მმართველობას.
მენეჯმენტი
კომპანიის დირექტორი:
ლელა კიკნაძე - ლელა კიკნაძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში. 1999 წლიდან მუშაობდა ფონდ კონსტანტაში სესხის კოორდინატორად. 2004 წლიდან სს ბანკი კონსტანტას ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტად, 2007-2013 წლამდე მუშაობდა ბანკ კონსტანტაში სხვადასხვა პოზიციებზე: კონტროლინგის განყოფილებაში კონტროლინგის ოფიცრად, საბურთალოს და დიდუბის ფილიალებში საკრედიტო ჯგუფის უფროსად, გლდანის და დიდუბის ფილიალების მმართველად, 2015-2016 წლებში თიბისი ბანკის დიდუბის ს/ც1-ის დირექტორად. 2016 წლის 1 სექტემბრიდან ის სს მაიკრო ფინის დირექტორია.
საკრედიტო ჯგუფის უფროსი:
დავით ხიზანიშვილი
დავით ხიზანიშვილს აქვს მრავალწლიანი სამუშაო სტაჟი საბანკო სექტორში, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სხვადასხვა პოზიციებზე. 2007 - 2009 წლებში იყო ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი ჯერ ფონდი კონსტანტას და შემდგომ უკვე სს ბანკი კონსტანტას სხვადასხვა სერვის ცენტრებში. 2010 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა სს ბანკი კონსტანტას გლდანის სერვის ცენტრის საკრედიტო ჯგუფს. 2014 წლიდან იგი იკავებს სს ბანკი კონსტანტას ლილოსა და მარტყოფის სერვის ცენტრების მმართველის პოზიციას, ხოლო 2015 წელს დავითი გადაყვანილ იქნა სს თიბის ბანკის ვაჟა-ფშაველას ს/ც #4-ის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წელს მან თავისი კარიერა სს ქართული კრედიტის გლდანის ფილიალის მმართველის პოზიციაზე გააგრძელა, 2016 წლის ოქტომბრიდან კი ის სს მაიკრო ფინის საკრედიტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.